მიზნობრივი ინფლაცია
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების საერთო დონის წლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. მომავალი სამი წლისათვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი აღინიშნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან ერთად. 2010-2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 6 პროცენტს.
|