ENGLISH
 
მონეტარული პოლიტიკა > თბილისის ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზარი

თბილისის ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზარი

ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზარი წარმოადგენს ფულად ბაზარს, სადაც ბანკები ჭარბი ლიკვიდობით ვაჭრობენ. მოცემული ბაზარი დიდ ინტერესს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, რადგანაც აღნიშნულ ბაზარს გადამწყვეტი როლი აქვს მონეტარული გადაცემის მექანიზმის ფუნქციონირებაში. ასევე, მოცემული ბაზრის გაკონტროლება საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე უფრო ეფექტურად შეუძლია. ეროვნული ბანკი  წარმოადგენს სარეზერვო ფულის მონოპოლისტს. შესაბამისად, მას შეუძლია ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე ლიკვიდობის მართვა და საპროცენტო განაკვეთებზე გავლენის მოხდენა. საქართველოს ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთებზე ზეგავლენას ახდენს თავისი მონეტარული პოლიტიკის გაცხადებით და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით. ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზარზე მდგომარეობის მონიტორინგისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველდღიურად ანგარიშობს და 12 საათამდე აქვეყნებს წინა დღის საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკას TIBR-1-ს და TIBR-7-ს. TIBR-1 არის საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი ერთდღიან სესხებზე. TIBR-7 არის საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი ერთ კვირამდე ვადიანობის მქონე სესხებზე.

 
დაკავშირებული ბმულები:
 
Copyright © 2010 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service